ავტორი:

"მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენ შრომას ვდებ" - გიორგი მამარდაშვილის გმირული თამაში პენალტების სერიაში ჩელსისთან: რა შეფასება მიიღო დრამატულ მატჩში?

"მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენ შრომას ვდებ" - გიორგი მამარდაშვილის გმირული თამაში პენალტების სერიაში ჩელსისთან: რა შეფასება მიიღო დრამატულ მატჩში?

ლიგის თასის 1/8-ფინალში "ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე პენალტების სერიაში "ჩელსი“ 6:5 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

მერსისაიდული გუნდის მწვრთნელმა ირაოლამ მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა და კარში მამარდაშვილი ჩააყენა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდათ. 38-ე წუთზე გრავენბერხმა საჯარიმოში კაისედო წააქცია და როჯერსმა პენალტით სტუმრები დააწინაურა. შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე ფოფანას მოხვდა და თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაკპომ გაათანაბრა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ლონდონელები რამდენჯერმე გადაარჩინა მეკარე პენდერსმა, გიორგიმ პალესტრას დარტყმული რთული ბურთი მოიგერია,

  • ფრედ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც 6:5 "ლივერპულმა" იმარჯვა - ქართველმა ემეგას დარტყმული მოიგერია, რომლის გაშვების შემთხვევაში, მერსისაიდელები დამარცხდებოდნენ.

მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.6, Sofascore 7.5, Whoscored 6.5. sportall.ge

"მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენ შრომას ვდებ ყოველდღე და ასეთი მომენტები ამად ღირს.

მადლობა, "წითლებო“, ასეთი საოცარი მხარდაჭერისთვის!

შემდეგ ეტაპზე ვართ", - დაწერა "მამარდამ" სოციალურ ქსელში მატჩის შემდეგ.