ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 90.9%-ის დათვლის შემდეგ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ისრაელის პარლამენტში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ქნესეთში 53 მანდატს მოიპოვებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ამასთან, არაბული პარტიები 19 მანდატს მოიპოვებენ.
ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად 61 მანდატია საჭირო.