ავტორი:

"მე ლიდერი ვარ, ბრაზილიაში არჩევნები დამნაშავეებმა მოიპარეს" - ფლავიო ბოლსონარუმ აშშ-ში ჩასვლის შემდეგ თავი ბრაზილიის "კანონიერ“ ლიდერად გამოაცხადა

"მე ლიდერი ვარ,  ბრაზილიაში არჩევნები დამნაშავეებმა მოიპარეს" - ფლავიო ბოლსონარუმ აშშ-ში ჩასვლის შემდეგ თავი ბრაზილიის "კანონიერ“ ლიდერად გამოაცხადა

ფლავიო ბოლსონარუმ აშშ-ში ჩასვლის შემდეგ თავი ბრაზილიის "კანონიერ“ ლიდერად გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ბოლსონარუს მიერ გამოქვეყნებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • "მსურს ვუთხრა არა მხოლოდ ჩემს 60 მილიონ ამომრჩეველს, არამედ ბრაზილიელ ხალხს, რომ მე ლიდერი ვარ, ხოლო დამნაშავეები, რომლებმაც ბრაზილიაში არჩევნები მოიპარეს, იმ კრიმინალური ორგანიზაციის ნაწილს წარმოადგენენ, რომელმაც ტირანია დაამყარა,“ - განაცხადა ფლავიო ბოლსონარუმ.

ფლავიო ბოლსონარუმ მაიამის შტატში ჩასვლის შემდეგ არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან დამარცხების შემდეგ, ფლავიო ბოლსონარუ ოჯახთან ერთად, აშშ-ში ჩავიდა.

ბოლსონარუმ ბრაზილია მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მას პასპორტის ჩაბარება უბრძანა გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც კორუფციულ ქმედებებში, ფულის გათეთრებასა და ვალუტის მიმოქცევის წესების დარღვევაში მის სავარაუდო მონაწილეობას უკავშირდება