თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯორჯიის შტატში, „დემოკრატი“ სენატორის ჯონ ოსოფის მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მაშინ, როდესაც ჩვენ ისეთ ძირითად მოკავშირეებს ვშორდებით, როგორიც კანადაა, თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან“, - აღნიშნა ობამამ.