ავტორი:

“ელენე ხოშტარია რომ თავისუფლებაზე იყოს, ბევრისგან განსხვავებით, ბათუმში იქნებოდა რუპორით ხელში და კომფორტი არ ექნებოდა ქოცებს“ - ლევან ხაბეიშვილი

“ელენე ხოშტარია რომ თავისუფლებაზე იყოს, ბევრისგან განსხვავებით, ბათუმში იქნებოდა რუპორით ხელში და კომფორტი არ ექნებოდა ქოცებს“ - ლევან ხაბეიშვილი

“ჩემი სოლიდარობა ელენე ხოშტარიას! ნამდვილი მებრძოლი, უშიშარი, შეუპოვარი და გაუტეხელი! უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს,“ - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული.

  • ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარია რომ ახლა თავისუფლებაზე იყოს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან იქნებოდა “რუპორით ხელში“.

“დარწმუნებული ვარ, ახლა რომ თავისუფლებაზე იყოს, ბევრისგან განსხვავებით ბათუმში იქნებოდა - მიკროფონით, რუპორით ხელში და სულ რომ მარტო ყოფილიყო სიმშვიდე და კომფორტი არ ექნებოდა ქოცებს “სასამართლოს“ გარეთ! მარტო ააწრიალებდა იქაურობას! ამიტომაც არის მძევალი…” - ნათქვამია ლევან ხაბეიშვილის წერილში.