ავტორი:

ჩრდილოეთ კორეამ ზღვის მიმართულებით დაახლოებით 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ  ზღვის მიმართულებით დაახლოებით 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების მორიგი გაშვება სამხრეთ კორეასთან მორიგი სასაზღვრო დაძაბულობის ფონზე ხდება, რაც ასევე აშშ-სთან შესაძლო ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ გაურკვევლობასაც უკავშირდება.

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების განცხადებით, 29 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეამ თავისი აღმოსავლეთ სანაპიროს მიმდებარე ზღვის მიმართულებით, დაახლოებით, 10 მცირე რადიუსის მოქმედების ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სამხრეთ კორეის სამხედროების ცნობით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ სამეთვალყურეო ქმედებებს და აგრესიის შემთხვევაში მზად არიან შესაბამისი პასუხის გასაცემად. ამავდროულად სამხრეთ კორეა ოპერატიულად ცვლის ინფორმაციას შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან.

მომხდარს გამოეხმაურა იაპონიის თავდაცვის სამინისტროც, მათი წარმომადგენლის განაცხადებით, ჩრდილო კორეული რაკეტები ქვეყნის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარეთ ჩამოვარდა.

წელს ფხენიანის მიერ ჩატარებულმა სარაკეტო გამოცდების რაოდენობამ ათს გადააჭარბა, ბოლო ინციდენტი 12 ოქტომბერს მოხდა, როდესაც მათ რამდენიმე მცირე რადიუსის მოქმედების ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

21 სექტემბერს, ორ ქვეყანას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში ნაღმების აფეთქების შედეგად სამი სამხრეთკორეელი ჯარისკაცი დაიჭრა. სამხრეთ კორეისა და გაეროს ერთობლივმა გამოძიებამ ამ თვის დასაწყისში დაასკვნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო დემარკაციის ხაზის სამხრეთით ნაღმები ჯერ კიდევ ერთ წელზე მეტი ხნის წინ ჩადგა.

ფხენიანმა ინციდენტზე პასუხისმგებლობა უარყო და პროვოკაციის შემთხვევაში საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

წყარო