ავტორი:

2 დაღუპული და 5 დაშავებული - ტრაგედია თურქეთში, კაპადოკიის ტურისტულ ზონაში კლდე ჩამოინგრა და ადამიანები მოიყოლა

2 დაღუპული და 5 დაშავებული - ტრაგედია თურქეთში, კაპადოკიის ტურისტულ ზონაში კლდე ჩამოინგრა და ადამიანები მოიყოლა

თურქეთის ისტორიულ რეგიონში, კაპადოკიაში, ტურისტულ ლოკაციაზე კლდოვანი წარმონაქმნის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრაგედია პოპულარულ ტურისტულ ზონაში მოხდა.

ლაქ გიორემეში მდებარე, ღია ცის ქვეშ არსებულ პოპულარულ მუზეუმში ჩამოინგრა კლდის ერთ-ერთი სვეტი, რომლებიც ცნობილია “ფერიების ბუხრების“ სახელწოდებით. პროვინციის გუბერნატორის, ჰუსეინ ქოქის განცხადებით, ცხედრები უკვე ამოყვანილია ნანგრევებიდან.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, აქინ გურლექმა განაცხადა, რომ პირველადი შეფასებით, ინციდენტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. იუსტიციის მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ადგილზე სამაშველო და სამძებრო ოპერაცია კვლავ გრძელდება, რადგან ნანგრევების ქვეშ შესაძლოა სხვა სავარაუდო მსხვერპლიც იმყოფებოდეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კლდის ჩამოშლა შესაძლოა ძლიერ წვიმებს გამოეწვია. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მუზეუმის შესასვლელთან, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:15 საათზე (12:15 GMT) მოხდა.

კაპადოკიის რეგიონს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან, რათა იხილონ უძველესი “ფერიების ბუხრები“. ეს გახლავთ მაღალი, კონუსის ფორმის კლდოვანი წარმონაქმნები, რომლებიც ვულკანური აქტივობის შედეგად საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

წყარო