ასტროლოგი რამაზ გიგაური ამჯერად განსაკუთრებული პერიოდის შესახებ გვიამბობს, რომელსაც “დიდი პაუზა“ ეწოდება.
“რა ასტროლოგიურ ტენდენციებს უკავშირდება მიმდინარე კარმული პერიოდი?
25 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით ცის კაბადონზე ერთდროულად ხუთი პლანეტაა რეტროგრადული: მერკური, ვენერა, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ასტროლოგიურად ეს უიშვიათესი და ძალიან საინტერესო მოვლენაა.
ასტროლოგიაში მსგავს პერიოდს “დიდი პაუზა“ ეწოდება. ამ დროს სამყარო თითქოს გვეუბნება: “სანამ ძველ შეცდომებს არ გამოასწორებ, წინ ვერ წახვალ“.
მაშინ, როცა ძველი პროექტები თუ ურთიერთობები დაუსრულებელი და გაურკვეველია, ახალი საქმეების დაწყება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება და ახალი ურთიერთობების დაწყება სასურველი არ არის. ეს პერიოდი უფრო მეტად უკავშირდება წარსულის ანალიზს და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.
სიმბოლურად ეს კარმული პერიოდი შეგვიძლია პრეფიქსს - “რე“-ს მივაბათ. ლათინურად ის უკან დაბრუნებას, განმეორებასა და აღდგენას ნიშნავს, რაც რეტროგრადული პერიოდის ზუსტი სიმბოლოა. ეს შეიძლება იყოს:
სამაგიეროდ, წინა პლანზე ძველი, დაუსრულებელი საქმეები გამოდის. წარსულში გაწყვეტილი კავშირები თავს ისევ გვახსენებენ, ძველი ნაცნობები ბრუნდებიან და მოუგვარებელი კონფლიქტები ზედაპირზე ამოტივტივებას იწყებს. ის, რაც ადრე ვერ გავაკეთეთ, ვერ გავაანალიზეთ, ვერ გადავხარშეთ, კვლავ თავს შეგვახსენებს.
ეს არის უკვე შესრულებული საქმეების გადახედვის, დასრულებული პროექტების შეფასების და ძველი ვალების გასტუმრების დრო. მოვლენები ხშირად ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად ვითარდება და ზუსტად იმას ვიღებთ, რაც წარსულში დავთესეთ. ყველა ის მიზეზი, რომელიც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად გამოვიწვიეთ, შედეგების მოტანას იწყებს.
თუმცა, ეს პერიოდი სასჯელად არ უნდა აღვიქვათ. მას უფრო მეტად შანსი შეიძლება ვუწოდოთ. სამყარო თითქოს ჩერდება და გველოდება, რათა გავიაზროთ, გამოვასწოროთ, ახლიდან და უკეთესად გავაკეთოთ. ასე რომ, გამოიყენეთ ეს დრო “შავი სამუშაოს“ შესრულებისთვის, ბალასტის მოცილებისთვის, ტოქსიკური კავშირების გაწყვეტისთვის, ვალების გადახდისა თუ დაბრუნებისთვის.
13-14 ნოემბრიდან, როცა მერკური და ვენერა დირექტიულად მოძრაობას დაიწყებენ, გზა ისევ გაიხსნება და შეგვეძლება ცხოვრება მეტ-ნაკლებად სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ!“ - წერს რამაზ გიგაური.