დასავლეთმა ვერ მიაღწია მიზანს, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი მიეყენებინა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
"მათ ამჟამად ვერ მიაღწიეს მიზანს, მოეყენებინათ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის მიღწევა 2030 წლისთვის შეძლონ, ხოლო თუ საქმე ძალიან შორს წავა, გამარჯვებული არავინ არ იქნება. ეს არავინ უნდა დაივიწყოს“, - აღნიშნა პუტინმა.
"რაც შეეხება სატელეფონო საუბარს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან, უფრო სწორად, ამ ქვეყნების ლიდერებთან - ფინეთთან და ნორვეგიასთან: საუბრის დასაწყისშივე მათ ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირს, როგორც ორგანიზაციას, არ წარმოადგენდნენ და, როგორც იტყვიან, ეროვნული სტატუსით მიკავშირდებოდნენ“, - აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთს არ სურს, რომ ბალტიის ზღვაზე ისეთივე ვითარება შეიქმნას, როგორიც ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურეშია. მისი განმარტებით, ბალტიის ზღვაში უსაფრთხოების საკითხი ფინეთის პრეზიდენტთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას წამოიჭრა და მათ გამოთქვეს იმედი, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მონაწილე საერთაშორისო საზღვაო სამართალს დაიცავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთ მიდგომას. სხვაგვარად როგორ შეიძლება? სხვა შემთხვევაში, შეიქმნება ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების მსგავსი მდგომარეობა. ვის სურს, რომ ბალტიის ზღვაზე ისეთივე ვითარება შეიქმნას, როგორიც სპარსეთის ყურეში ან ჰორმუზის სრუტეშია? არ ვიცი. ჩვენ ეს არ გვსურს“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, მოსკოვი მზად არის, უპასუხოს ბალტიის ზღვაში ნებისმიერ გამოწვევას, თუმცა იქ დაძაბულობის შექმნა არ სურს: „ჩვენ ეს არ გვსურს. თუმცა ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხებთ“, - დასინა რუსეთის პრეზიდენტმა.