გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებდა, ჰქონდათ თუ არა კავშირი სამხრეთ კაროლინის აწ გარდაცვლილ სენატორ ლინდსი გრემსა (რესპუბლიკური პარტია) და წარმომადგენელთა პალატის წევრ ჯეიმს კლაიბერნს (დემოკრატიული პარტია) ქრთამის აღების სქემასთან, რომელიც უკავშირდებოდა ჰავაიში მოქმედი საზღვაო თავდაცვის სფეროს კონტრაქტორი კომპანიის, Navatek-ის მიერ მათ შტატში ფედერალური კონტრაქტების მოპოვებას, - ამის შესახებ ProPublica-ის სტატიაშია აღნიშნული.
გამოცემის ინფორმაციით, FBI-მ კონგრესში სავარაუდო ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება 2025 წლის დასაწყისში დაიწყო. გამოძიების ცენტრალურ ეპიზოდს წარმოადგენდა გრემის შეხვედრა Navatek-ის ხელმძღვანელებსა და ლობისტთან.
აგენტებმა კაო გამოკითხეს. მან აღიარა, რომ “მისი ბიზნესმოდელი სახელმწიფო კონტრაქტების სანაცვლოდ საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის მიცემას გულისხმობდა და რომ Navatek-ის მიერ ფედერალური მთავრობისთვის ჩატარებული კვლევები ხშირ შემთხვევაში სრულიად უსარგებლო იყო“, - წერს ProPublica.
გამოცემის ცნობით, კაომ FBI-ს განუცხადა, რომ ამ სქემაში კონგრესის ორივე პარტიის ყველაზე გავლენიანი წევრები იყვნენ ჩართული. ProPublica აღნიშნავს, რომ მისი აღიარებები, სასამართლოში მათი დამტკიცების შემთხვევაში, „მასშტაბურ, დანაშაულებრივ კორუფციულ სქემას წარმოადგენდა, რომელიც ქრთამის მიცემას გულისხმობდა“.
„ეს კორუფციის კლასიკური მაგალითია, მაგრამ ციხეში მხოლოდ მე ვლპები”, - განუცხადა კაომ ProPublica-ს სამხრეთ დაკოტის ფედერალური საპატიმროდან.
ProPublica-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, გრემი, კლაიბერნი და უილსონი გამოძიების ფიგურანტები არ ყოფილან, თუმცა FBI იკვლევდა მათ ურთიერთობას კაოსთან; აგენტების თქმით კი, შესაძლოა, მომავალში ეს კანონმდებლები გამოძიების ფიგურანტები გახდნენ.
გრეემის კომუნიკაციების ყოფილმა დირექტორმა, ტეილორ რეიდიმ ProPublica-ს განუცხადა, რომ ბრალდებები გარიგების ან რაიმე სახის გადაცდომის“ შესახებ „უბრალოდ მცდარია და კაოს განცხადება “ნასამართლევი დამნაშავის ბოდვაა“.
უილსონის კომუნიკაციების დირექტორმა, დევიდ სნაიდერმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის წევრი „ყოველთვის იცავს საარჩევნო შემოწირულებებთან დაკავშირებულ იმ რეგულაციებს, რომლებიც ფედერალური საარჩევნო კომისიის მიერ არის დადგენილი“.