ლიტერატურული ფესტივალი - „თბილისის წიგნის დღეები“, 30-31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, Expo Georgia-ს XI პავილიონში ტრადიციულად უმასპინძლებს წიგნის მოყვარულებს. გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ოცდამეერთე იუბილეს აღსანიშნავად, სტენდთან მისულ სტუმრებს განსაკუთრებული საფესტივალო შეთავაზებები, უამრავი ახალი გამოცემა, საყვარელ ავტორებთან შეხვედრები, პრეზენტაციები და მხიარული აქტივობები დახვდებათ.
ფესტივალზე მისვლამდე შეგიძლიათ გაეცნოთ კატალოგს ონლაინ და წინასწარ მოინიშნოთ სასურველი წიგნები („პალიტრა L”-ის სრული კატალოგი იხილეთ ბმულზე: https://online.fliphtml5.com/bzday/txgg/#p=1).
მოინიშნეთ კალენდარში „პალიტრა L”-ის საფესტივალო ღონისძიებების დროები და გაეცანით სამდღიან პროგრამას:
პარასკევი, 30 ოქტომბერი
შაბათი, 31 ოქტომბერი, საიუბილეო დღე!
მთავარ სცენაზე:
კვირა, 1 ნოემბერი
მთავარ სცენაზე:
17:30 გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის - „ანწუხელიძე. ომის ნამსხვრევები“ ოფიციალური პრეზენტაცია. ღონისძიებაზე შესაძლებლობა გექნებათ არა მხოლოდ პირადად შეხვდეთ ავტორს, არამედ შეიძინოთ ეს უმნიშვნელოვანესი ახალი გამოცემა.
გადმოინაცვლეთ Expo Georgia-ს XI პავილიონში, აღნიშნეთ „პალიტრა L-ის“ 21-ე დაბადების დღე გამომცემლობასთან ერთად და აქციეთ ეს დღეები დაუვიწყარ ლიტერატურულ თავგადასავლად!
R