ავტორი:

წინა საუკუნის კვლევაში მსოფლიოს აღსასრულის ზუსტი თარიღი გამოთვალეს და ეს იმაზე უფრო მალე შეიძლება მოხდეს, ვიდრე გვეგონა - რა გველის ორ კვირაში?

წინა საუკუნის კვლევაში მსოფლიოს აღსასრულის ზუსტი თარიღი გამოთვალეს და ეს იმაზე უფრო მალე შეიძლება მოხდეს, ვიდრე გვეგონა - რა გველის ორ კვირაში?

თუკი ერთ-ერთ დისტოპიურ კვლევას ვენდობით, მსოფლიოს აღსასრულამდე ზუსტად ორი კვირა დარჩა.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ 1960 წლის კვლევაში, ილინოისის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჰაინც ფონ ფერშტერი პროგნოზირებდა, რომ სამყაროს აღსასრული 2026 წლის 13 ნოემბერს დადგებოდა.

ავსტრიელ-ამერიკელი მეცნიერი მიიჩნევდა, რომ დედამიწის მოსახლეობა უსასრულობისკენ ექსპონენციურად გაიზრდებოდა. იმ ხანაში გავრცელებული შიშებისგან განსხვავებით, თითქოს კაცობრიობა შიმშილით დაიხოცებოდა, ფონ ფერშტერი თვლიდა, რომ მსოფლიოს აღსასრულს მოსახლეობის დემოგრაფიული ბუმი გამოიწვევდა.

მიუხედავად იმისა რომ ეს პროგნოზი თავად დემოგრაფებში დავას იწვევდა, იგი მკაფიოდ ასახავდა გასული საუკუნის შუა ხანებში გაბატონებულ ტენდენციებს. შეშფოთება კიდევ უფრო გაღრმავდა 8 წლის შემდეგ, როდესაც ბიოლოგმა პოლ ერლიხმა თავისი ცნობილი წიგნი “მოსახლეობის ბომბი“ გამოაქვეყნა, ნაშრომი, რომელიც მოგვიანებით პლანეტის მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდის თემაზე ერთ-ერთ ფუნდამენტურ კვლევად იქცა.

თუმცა, სავარაუდო აპოკალიფსამდე ნახევარი გზის გავლის შემდეგ, 1993 წელს, რეალურმა დემოგრაფიულმა ტრაექტორიამ პროგნოზების მაჩვენებლებს მიმართ ჩამორჩენა დაიწყო. დღეს შობადობის გლობალური მაჩვენებელი 1960 წლის მონაცემების დაახლოებით ნახევარს შეადგენს, ეს ნიშნავს, რომ (თუ ხელოვნურ ინტელექტს ან ბირთვულ აპოკალიფსს არ გავითვალისწინებთ) 13 ნოემბერი ყოველგვარი კატასტროფის გარეშე ჩაივლის.

რეალურად, სიკვდილიანობის შემცირებასთან, კონტრაცეფციის გავრცელებასა და ურბანიზაციასთან ერთად, ოჯახებმა ნაკლები შვილის გაჩენა დაიწყეს. ფონ ფერშტერმა და ერლიხმა კი თავიანთი თეორიები დააფუძნეს ზრდის ტემპს, რომელმაც პიკს 1960-იანი წლების დასაწყისში მიაღწია და შემდეგ კლება დაიწყო.

დღეს მთავარ შიშს უკვე მოსახლეობის შემცირება (დემოგრაფიული ორმო) წარმოადგენს. გაეროს მოსახლეობის პროგნოზების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობა პიკს 2084 წელს მიაღწევს (10.3 მილიარდს) და შემდეგ კლებას დაიწყებს. ეკონომისტების პროგნოზით, ეს სტაგნაცია ჭარბმოსახლეობაზე მეტ პრობლემას შექმნის დაწყებული ეკონომიკური რეცესიიდან, ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვით დამთავრებული.

ამავდროულად, ტექნოლოგიების ექსპერტები შიშობენ, რომ აპოკალიფსი შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებამ დააჩქაროს.

წყარო