რამდენიმე საცხოვრებელი ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სასტუმრო ნომერი ბათუმში და 132 ათასი ლარის წლიური შემოსავალი - ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის ქონებრივი დეკლარაციის მონაცემებია.
მიმდინარე წლის აგვისტოში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, გოგიტა თოდრაძის საკუთრებაშია:
- 154.6 კვ.მეტრი ფართობის ბინა თბილისში - შეძენილია 2020 წელს, 82 000 აშშ დოლარად;
- 38.9 კვ.მეტრი ფართობის ბინა თბილისში - შეძენილია 2016 წელს, 19 600 აშშ დოლარად;
- 70 კვ.მეტრი ფართობის ბინა თბილისში - შეძენილია 2010 წელს, 28 500 აშშ დოლარად;
- 17.02 კვ.მეტრი ფართობის უძრავი ქონება - შეძენილია 2014 წელს;
- 920 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი ორბეთში - შეძენილია 2025 წელს, 9 500 აშშ დოლარად;
- 1023 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ აგარაკში - შეძენილია 2024 წელს, 80 000 აშშ დოლარად; ...წაიკითხეთ ვრცლად