პოდკასტში "ვეძებ" ჩვილების გასხვისების არაერთი ისტორია გამხდარა ცნობილი, თუმცა უახლესი გადაცემის ანონსი, სრულიად შოკისმომგვრელია. გადაცემის სტუმარი ჰყვება, რომ ბებიამისს საავადმყოფოდან სხვადასხვა დროს მშობიარობის შემდეგ, შვიდი შვილი მოჰპარეს.
ადევს გრიფი, ბებიას გარდაცვალებიდან უნდა იყოს 30 წელი გასული, რომ მივიღოთ ეს ინფორმაცია, ვინ არიან ეს ადამიანები.
ბებია შვიდჯერ დაბრუნდა სახლში ნამშობიარები ბავშვის გარეშე…“ - ამბობს ქალი.
"ეს არის აბსოლუტურად სკანდალური, სენსაციური ამბავი,“ - ამბობს პოდკასტის წამყვანი თამუნა მუსერიძე და გადაცემას ხვალ, 21 საათისთვის აანონსებს.