ავტორი:

მურთაზ ხურცილავა, მანუჩარ მაჩაიძე და ალექსანდრე ჩივაძე - "დინამო არენაზე“ ლეგენდარული კაპიტნების სახელობის ვარსკვლავები გაიხსნა

მურთაზ ხურცილავა, მანუჩარ მაჩაიძე და ალექსანდრე ჩივაძე - "დინამო არენაზე“ ლეგენდარული კაპიტნების სახელობის ვარსკვლავები გაიხსნა

"დინამოს“ ლეგენდარულ კაპიტნებს "დინამო არენაზე" ვარსკვლავები გაუხსნეს. მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძესა და ალექსანდრე ჩივაძეს სახელობის ვარსკვლავები ბორის პაიჭაძის ძეგლის წინ განთავსდა.

ღონისძიებას საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. მათ შორის: ვეტერანი ფეხბურთელები, სპორტის გულშემატკივრები, მსახიობები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები.

როგორც ცნობილია, ვარსკვლავების გახსნის იდეა უეფა-ს მედიაოფიცერს, მამუკა კვარაცხელიას ეკუთვნის.

  • მურთაზ ხურცილავა ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მცველია. თბილისის "დინამოს“ ღირსებას 1961-1975 წლებში იცავდა და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანიც იყო.
  • მანუჩარ მაჩაიძე თბილისის "დინამოს“ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კაპიტანია. ნახევარმცველი გუნდში 1967-1980 წლებში თამაშობდა და მის შემადგენლობაში 431 მატჩი ჩაატარა, 62 გოლი გაიტანა.
  • ალექსანდრე ჩივაძე კი იმ გუნდის კაპიტანი იყო, რომელმაც თბილისის "დინამოს“ ისტორიაში უმთავრესი საერთაშორისო ტიტული მოიპოვა. ცენტრალური მცველი გუნდში 1974 წელს ჩაირიცხა, 1980-1987 წლებში კი მისი კაპიტანი იყო. 1981 წელს სწორედ ჩივაძის კაპიტნობით მოიგო "დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასი.