აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
"აბასთუმნის შემოვლით გზაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ჩვენი მიზანია, აქ ერთ-ერთი საუკეთესო საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყოს. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივი გარემოს აღდგენა, მათ შორის, ტყის აღდგენითი სამუშაოები. შესაბამის უწყებასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას, რათა გზის გახსნის დროისთვის ეს სამუშაოებიც განხორციელებული იყოს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ. განაგრძეთ კითხვა