ავტორი:

“სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო“ - სამეფო ოჯახში ზეიმია: ქრისტინე ბაგრატიონის ძმა ლიხტენშტეინის პრინცესაზე დაქორწინდა

“სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო“ - სამეფო ოჯახში ზეიმია: ქრისტინე ბაგრატიონის ძმა ლიხტენშტეინის პრინცესაზე დაქორწინდა

ქართულ სამეფო ოჯახში ზეიმია. როგორც ქრისტინე ბაგრატიონი წერს, მისი ძმა და ლიხტენშტეინის პრინცესა მარია-იმაკულატა დაქორწინდნენ.

“ჩემი ძმა ზურაბი და ლიხტენშტეინის პრინცესა მარია-იმაკულატა დაქორწინდნენ.

2026 წლის 31 ოქტომბერს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, წმინდა პეტრეს ტაძარში შედგა ჯვრისწერის საზეიმო ცერემონია, რომელიც ქრისტიანული მართლმადიდებლური წესით შესრულდა.

“სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“ - ეს ქართული გამოთქმა თითქოს ზუსტად აღწერს სიყვარულის ისტორიას, რომელმაც საქართველო და ევროპის ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტია ერთმანეთს დაუკავშირა.

წყვილის ისტორია ხუთი წლის წინ, თბილისში დაიწყო. მარია-იმაკულატა საქართველოში პირველად 2021 წელს ჩამოვიდა. სწორედ თბილისში შედგა ზურაბისა და ლატას პირველი შეხვედრა. მათი ნაცნობობა მალევე განსაკუთრებულ მეგობრობასა და დიდი სიყვარულში გადაიზარდა.

წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია აქამდე საჯაროდ არ გავრცელებულა, რაც ლიხტენშტეინის სამეფო სახლის დინასტიურ წესებს უკავშირდებოდა. ქორწინებას წინ უძღოდა შესაბამისი ფორმალური პროცედურები, მათ შორის ზურაბის პირადი შეხვედრა ლიხტენშტეინის მონარქთან, მისი უმაღლესობა პრინც ჰანს-ადამ II-სთან, რომელიც პრინცესა მარია-იმაკულატას ბიძაა.

იოანესთვის და ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ამ ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ, მარია-იმაკულატა წარგვედგინა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III-სთვის.

ლატა ჩემი მეუღლის, იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის ნათესავია ევროპული სამეფო დინასტიების ბურბონების, ჰაბსბურგების და ბავარიის ვიტელსბახების მხრიდან. იგი არის პრინცი გუნდაკარ ლიხტენშტეინისა და საფრანგეთის სამეფო დინასტიის შთამომავლის, პრინცესა მარი დ’ორლეანის ქალიშვილი.

დღეს ვენაში გამართული ქორწილი სიყვარულის ზეიმთან ერთად, ქართული და ევროპული კულტურების, ტრადიციებისა და ოჯახური ღირებულებების სიმბოლური შეხვედრაც გახდა.

ვულოცავ მთელი გულით, ბედნიერების ახალი ეტაპის დასაწყისს.

უღრმეს მადლობას ვუხდი ყველას, მათ მეგობრებს და ჩვენს ძვირფასს სტუმრებს ვენაში ჩამობრძანებისთვის და ამ უძვირფასესი დღის ასე გალამაზებისთვის,“ - წერს ქრისტინე ბაგრატიონი.

ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი პრინცი ხუან იოანე ბაგრატიონი და მისი რჩეული, ცნობილი მოდელი, ქრისტინე ძიძიგური, 2018 წელს დაქორწინდნენ.