31 ოქტომბერს, ღამის საათებში ისთ-ფოინთიდან საგანგაშო კადრები გავრცელდა. როგორც ტიკ-ტოკში ananiaani წერს, 50-მდე ახალგაზრდას შორის დაპირისპირება მოხდა. ვიდეოს ავტორის თქმით, მხარეებს ცივი იარაღი ჰქონდათ.
"გამოჩნდნენ ამათი მშობლები. 50-მდე არასრულწლოვანის დაპირისპირება ჯიბეში დანებით! ახლა, ისთ-ფოინთში. ლილო/აფრიკელები და მეორე მხარე", - წერს მოქალაქე TikTok-ზე და ვიდეოს აქვეყნებს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.