ცოტა ხნის წინ რუსთავში ძლიერი აფეთქების ხმა და ხანძარი იყო. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, #15 კორპუსის სახურავზე თვითნებურად აშენებული ფიცრული ქოხი დაიწვა.
მანამდე ადგილობრივებმა აფეთქების ხმა გაიგეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ცეცხლის ქრობა დროულად მოხერხდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.