ავტორი:

“ღმერთმა ქნას, ეს იყოს უკანასკნელი და აღარავის მოუწიოს მსგავსი ტკივილის განცდა“ - ძმის ქორწილში მოკლული ბიჭის ოჯახის მიმართვა

“ღმერთმა ქნას, ეს იყოს უკანასკნელი და აღარავის მოუწიოს მსგავსი ტკივილის განცდა“ - ძმის ქორწილში მოკლული ბიჭის ოჯახის მიმართვა

ძმის ქორწილში მოკლული ბიჭის დეიდა ფაინა ბოიკო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

“ძალიან ბევრმა ადამიანმა, ფაქტობრივად, მთელმა საქართველომ გაიზიარა ჩვენი ტკივილი. უამრავი შეტყობინება მივიღეთ და ფიზიკურად ვერ ვახერხებ ყველასთვის პირადად პასუხის გაცემას.

გულწრფელად გიხდით მადლობას თითოეულ თქვენგანს ასეთი თანადგომისთვის, სითბოსთვის და გვერდში დგომისთვის. ამ მძიმე წუთებში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის უდიდესი ძალაა. უფალი გვაძლიერებს და გვაძლევს ძალას, რომ ეს ტკივილი გადავიტანოთ.

ღმერთმა ქნას, ეს იყოს უკანასკნელი შემთხვევა და აღარავის მოუწიოს მსგავსი ტკივილის განცდა.

მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ჩვენს გვერდით ხართ. გურამ ბოიკო ჩემთვის არ მომკვდარა, ის კვლავ ცოცხალია ჩვენს გულში და გონებაში,“ - წერს ფაინა ბოიკო.

  • 25 წლის გური ბოიკო ძმის ქორწილში იმყოფებოდა, როდესაც სუფრაზე შელაპარაკება დაიწყო - უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გური ბოიკო მათ გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც გულის არეში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. ის კლინიკაში გარდაიცვალა.

პოლიცია ბრალდებულს მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდა. მოგვიანებით პოლიციამ დააკავა წარსულში ნასამართლევი დავით ხანდოლიშვილი. ის 2026 წლის 26 სექტემბერს სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ქორწილის სუფრაზე პატარძლის მხრიდან იყო მოპატიჟებული.

საქმის პროკურორის თქმით, დავით ხანდოლიშვილი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სტუმრების მიმართ აგრესიით და ბილწი სიტყვებით გამოირჩეოდა, განსაკუთრებულ აგრესიას კი სიძის, გიგა მანუკიანის მიმართ ამჟღავნებდა.

სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ ხანდოლიშვილი იყო სწორედ კონფლიქტის ინიციატორი, ხოლო სიძის ძმა, მოკლული გურამ ბოიკო მის დამშვიდებას და სიტუაციის დარეგულირებას ცდილობდა, რა დროსაც მას ბრალდებულმა სასიკვდილო ჭრილობა დანით გულ-მკერდის არეში მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან გაიქცა

იხილეთ ასევე: