ავტორი:

კრიპტოვალუტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერქურდობა - რას ამბობს ტრამპი ჩრდილოეთ კორეის შესაძლო მონაწილეობაზე?

კრიპტოვალუტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერქურდობა - რას ამბობს ტრამპი ჩრდილოეთ კორეის შესაძლო მონაწილეობაზე?

FBI-ის განცხადებით, Binance-ზე მილიარდობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მოპარვის უკან ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები დგანან.

ბიუროს ცნობით, თავდასხმა რამდენიმე წუთში განხორციელდა და კრიპტოვალუტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კიბერქურდობას წარმოადგენს.

FBI-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა დაკავშირებულია ჯგუფის, სახელწოდებით TraderTraitor, მავნე კიბერაქტივობასთან. ბიუროს ცნობით, ეს ის აქტორები არიან, რომლებსაც გასულ წელს კრიპტობირჟა Bybit-ზე განხორციელებულ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰაკერულ თავდასხმასაც უკავშირებენ.

FBI-მ კრიპტობირჟებს, ბლოკჩეინის ანალიტიკურ კომპანიებსა და სხვა შესაბამის ორგანიზაციებს მოუწოდა, დაბლოკონ მითითებულ მისამართებთან დაკავშირებული ტრანზაქციები, რათა მოპარული თანხების გათეთრება და მათი წარმომავლობის დაფარვა თავიდან აიცილონ.

  • ბიუროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ TraderTraitor მოპარულ აქტივებს ძირითადად Ethereum-ის კრიპტოვალუტაში აკონვერტირებდა. FBI ვარაუდობს, რომ ჰაკერები თანხების გადაადგილებისა და წარმომავლობის დასაფარად DeFi-ს (დეცენტრალიზებული ფინანსების) პლატფორმებსა და მყისიერი გაცვლის სერვისებს გამოიყენებენ.
  • რას აცხადებს დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, გამომძიებლებს ჯერ არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობის შესახებ.

შაბათს საღამოს, ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციაში, მარ-ა-ლაგოში გამართულ ჰელოუინის წვეულებაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას იღებს, თუმცა ჩრდილოეთ კორეის კავშირი ჯერ გარკვეული არ არის.

"არ ვარ შეშფოთებული. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას ვიღებთ. არ ვიცით, ჩრდილოეთ კორეა იყო თუ არა ჩართული“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ გამოძიების შედეგად შესაძლოა, ეს ვერსია დადასტურდეს.

წყარო

ასევე იხილეთ: