ავტორი:

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის სამუშაო საათები შეიცვალა - რა დროიდან რა დრომდე იმუშავებს?

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის სამუშაო საათები შეიცვალა - რა დროიდან რა დრომდე იმუშავებს?

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ზამთრის სამუშაო გრაფიკი ამოქმედდა.

კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, 2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზამთრის სამუშაო გრაფიკზე გადავიდა. ცვლილების შესაბამისად, საბაგირო გზა მგზავრებს ყოველდღიურად, 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 24:00 საათისა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაო გრაფიკი ძალაში იქნება 2027 წლის 1-ელ ივნისამდე.