ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორი და პროდიუსერი მაიკლ მანი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესში, სროლის მოედანზე, შემთხვევით დაიჭრა.
83 წლის რეჟისორი ინციდენტის დროს ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშობდა. გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, შემთხვევა შაბათს, შუადღისას, ლოს-ანჯელესში მდებარე სროლის მოედანზე მოხდა.
ადგილზე ლოს-ანჯელესის პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ. პოლიციის დეპარტამენტმა TMZ-ს დაუდასტურა, რომ ინციდენტი სროლის მოედან The Range-ში მოხდა.
მაიკლ მანი 1980-იანი წლებიდან ჰოლივუდის ერთ-ერთ გამორჩეულ რეჟისორად ითვლება. მის ცნობილ ნამუშევრებს შორისაა "ადამიანებზე მონადირე“ (1986),"უკანასკნელი მოჰიკანი" (1992), "სიცხე“ (1995), "ალი“ (2001) და "თანამონაწილე“ (2004). კარიერის განმავლობაში რეჟისორი ოთხჯერ წარადგინეს ოსკარის ნომინაციაში, თუმცა ჯილდო არ მოუგია.
მისი ბოლო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ფერარია“, რომელიც 2023 წელს გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს ადამ დრაივერი და პენელოპა კრუზი ასრულებენ.