რუსი მილიარდერი და "ჩელსის“ ყოფილი მფლობელი რომან აბრამოვიჩი დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ, თანაც ქალთან ერთად, რომელთანაც, გავრცელებული ინფორმაციით, რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებს. სავარაუდოდ, მისი რჩეული უკრაინელი მოდელი ნატალია გოცია.
მედიის, ცნობით, წყვილი ბაქოში გამართულ სოციალურ ღონისძიებას დაესწრო.

ის კიევში დაიბადა. 2004 წელს მან საერთაშორისო სამოდელო კონკურსის, Ford Supermodel of the World-ის გამარჯვებული გახდა. მოგვიანებით მისი ფოტოები ისეთი ცნობილი მოდის ჟურნალების გარეკანებზე გამოჩნდა, როგორებიცაა Vogue და Elle. მოდელი ასევე მონაწილეობდა Gucci-ს, Dolce & Gabbana-სა და Valentino-ს ჩვენებებში.
2006 წელს, 21 წლის ასაკში, გოცი Victoria's Secret-ის მოდელი გახდა.
2007 წელს უკრაინელი მოდელი სკანდალის ცენტრში მოექცა. Guy Laroche-ის ჩვენების შემდეგ, მას ანორექსიის პოპულარიზაციაში ადანაშაულებდნენ. გოცი პოდიუმზე თეთრი კაბით გამოვიდა, რომლის ჭრილშიც მისი გამოკვეთილი ნეკნები ჩანდა.

41 წლის ნატალია გოცი უკრაინელ ბიზნესმენ რუსლან ნიჟნიკზე იყო დაქორწინებული. ამ ქორწინებიდან მას ორი ვაჟი, სპარტაკი და ტამერლანი ჰყავს.
60 წლის რომან აბრამოვიჩი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე ოლგა ლისოვა, მეორე კი ირინა მალანდინა იყო. ირინასთან ქორწინებიდან მას ხუთი შვილი შეეძინა: ანა, არკადი, სოფია, არინა და ილია.
მესამე მეუღლესთან, გალერისტ დარია ჟუკოვასთან, აბრამოვიჩს ორი შვილი ჰყავს - ქალიშვილი ლია და ვაჟი აარონი. წყვილი 2017 წელს დაშორდა.