ავტორი:

"მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე იძალადა, შემდეგ კი მიიმალა“ - პოლიციამ წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა: შსს მომხდარის დეტალებზე

"მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე იძალადა, შემდეგ კი მიიმალა“ - პოლიციამ წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა: შსს მომხდარის დეტალებზე

პოლიციამ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთიდან ახლადდაბრუნებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც, ფიზიკურად იძალადა შვილზეც და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ზესტაფონში დააკავეს." - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.