აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხადებით, უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა.
მანამდე, უკრაინის ომბუდსმენმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც ხერსონის ოლქში მოქმედებდა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარების მიზნით, დასრულდა და ამჟამად განიხილება ასეთი ჰუმანიტარული ღონისძიებების გაგრძელების შესაძლებლობა. შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბერს დაიწყო.