ქართველებს არ სურთ, დასავლეთის საზარბაზნე ხორცად იქცნენ, სწორედ ამიტომ თქვეს უარი რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე, - ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ განაცხადა.
“ადრე თუ გვიან, ყველასთვის ნათელი გახდება, რა სურთ თქვენგან, ისევე როგორც ქართველებმა გააცნობიერეს, რა სურთ მათგან. ევროპა ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. სურს თუ არა ევროკავშირს საქართველოს თავის შემადგენლობაში მიღება? სერიოზულად მეეჭვება. ამაზე თამაში, დაპირებების მიცემა, შესაძლებელია, რასაც აკეთებენ კიდეც. ევროპას საერთოდ არ სჭირდება საქართველო ევროკავშირში და მითუმეტეს, უკრაინა”, - აღნიშნა ნიკოლაი ბორდიუჟამ.