"შვილი არა, შვილები დავკარგე სამწუხაროდ - ორნიმ ანუ შვილი და მისი საცოლე", - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივ პროექტ - "სახალხო ინტერვიუში" თქვა და გაიხსენა წლების წინ, მის ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედია - 20 წლის შვილისა და მისი საცოლის ტრაგიკული დაღუპვის ამბავი.
- შვილი არა, შვილები დავკარგე სამწუხაროდ - ორნი, ანუ შვილი და მისი საცოლე, რომლებიც დღეს ერთად არიან დაკრძალული. ეს 1995 წელს მოხდა, მაშინ, როცა გადაწყვეტილი იყო, რომ ქორწინდებოდნენ, 20 წლისანი იყვნენ, ერთად სწავლობდნენ.
ავტოკატასტროფა იყო....
სატვირთო მანქანას წინა საბურავი გაუსკდა და ამათ დაეჯახა... ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, დიდი ტრაგედია... ამიტომ არ ვსაუბრობ ხოლმე ამაზე...
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/A5gmX6CCbBo?si=yL0nV5A8hE-mfBOd" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>