სუპერმოდელი ქენდის სვეინპოლი ოქროს ბეჭდით შენიშნეს.
Victoria’s Secret-ის 38 წლის მოდელი პაპარაცებმა პარასკევს, ფოტოსესიაზე მიმავალი გადაიღეს.


Page Six-ის მიერ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, სვეინპოლს შავი ლეგინსები და მაისური ეცვა. მოდელს მარცხენა ხელზე ოქროს ბეჭედი და სამაჯური ეკეთა. მოგვიანებით ის ტომ ბრედის ოფისის შენობის ავტოსადგომთანაც შენიშნეს.

ბეჭდის გამოჩენამ ნიშნობის შესახებ გააჩინა კითხვები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა სამკაულს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა. თავად მოდელსა და ბრედის ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

