აშშ-ში, მენის შტატში 13 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მამა დააკავეს. სამართალდამცველების მტკიცებით, გოგონა გასული წლის დეკემბერში ჰიპოთერმიით გარდაიცვალა.

მაკლაფლინის თქმით, ის და მისი შვილები იძინებდნენ ერთ ოთახში, რომელსაც გამათბობელი ათბობდა. თუმცა ერთ ღამეს, შინაური ცხოველის გარეთ გასვლის დროს, კარი ღია დარჩა, რის გამოც ოთახში გაუსაძლისი ყინვა იყო.
როგორც მამამ აღნიშნა, იმდენად ციოდა, რომ საკუთარ "სუნთქვასაც კი ხედავდა".

მენის შტატის სენატორის, ჯეფ ტიმბერლეიკის ინფორმაციით, ბავშვის მშობლები მანამდეც იყვნენ მენის შტატის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის გამოძიების ობიექტები. ეს თავად მაკლაფლინმაც დაადასტურა.
დაკავების შემდეგ, მაკლაფლინი პენობსკოტის ოლქის ციხეში გადაიყვანეს.