ფოტოგრაფ ანა ყაჭეიშვილს ძაღლი თავს დაესხა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. ქალს სხეულზე მრავლობითი, უმძიმესი ჭრილობები აქვს მიყენებული. განსაკუთრებით დაზიანებული ჰქონდა მარცხენა ხელი, რომლის შენარჩუნებაც ექიმებმა ურთულესი ოპერაციის შედეგად შეძლეს. არსებული ინფორმაციით, ანა საკუთარმა პიტბულმა დაგლიჯა.
ქალის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა მას წინ ხანგრძლივი მკურნალობისა და რთული რეაბილიტაციის პერიოდი ელის. არსებული ინფორმაციით, სულ მცირე ორი თვის განმავლობაში ანა დამოუკიდებლად გადაადგილებასა და მუშაობას ვერ შეძლებს.
ახლობლები და მეგობრები საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯების დამოუკიდებლად გაწევა ანასთვის რთულია და ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშებზე შეუძლიათ:
მიმღები: ანა ყაჭეიშვილი
"ერთი ლარიც მნიშვნელოვანია, როცა ბევრნი ვართ. არ დავტოვოთ ანა ამ უმძიმეს მდგომარეობაში მარტო“, – წერენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.