ნატო-ს წევრი ქვეყნები სამშაბათს აშშ-ში დაგეგმილი შუალედური არჩევნების ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადებიან. ევროპელი მოკავშირეები შიშობენ, რომ „რესპუბლიკელების“ მარცხმა შესაძლოა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ალიანსის მიმართ თავდასხმების მკვეთრად გაძლიერებისკენ უბიძგოს, - ინფორმაციას Politico ალიანსის ხუთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.
შეშფოთების მთავარი მიზეზი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების საკითხის მოახლოებული გადახედვაა, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. დიპლომატების განმარტებით, თუ ტრამპს ქვეყნის შიგნით საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებაში დაბრკოლებები შეექმნება, შესაძლოა, MAGA-ს მხარდამჭერების მობილიზების მიზნით, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანის მასშტაბის მნიშვნელოვნად გაზრდა გადაწყვიტოს.
POLITIC წერს, რომ ნატო-მ და აშშ-ის თავდაცვის უწყებამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე მის თხოვნას არ უპასუხეს.