"ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნის შესახებ: პოლიტიკური ველის გაწმენდა და საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩეული, "მოსახერხებელი ოპოზიციის“ შექმნა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
"ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც საარჩევნო ბიულეტენში მრავალი "ოპოზიციური“ პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება“, - აცხადებს გახარია.
"საქართველოში უკვე ვხედავთ ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს. ეს ადამიანები ან ვერ აცნობიერებენ, რომ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებენ, ან შეგნებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან“, - აცხადებს გახარია.