დედოფლისწყაროში მდებარე არწივის ხეობის გარკვეული ნაწილი "ქართული ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა. ნინო კობახიძემ სახელმწიფოს დაუბრუნა. ამის შესახებ კობახიძემ ინფორმაცია "ტვ პირველთან" დაადასტურა.
კითხვას - რატომ ჩამოგართვეს არწივის მთა? - ნინო კობახიძემ ასე უპასუხა:
ნინო კობახიძემ, არწივის ხეობაში მდებარე 5 413 კვადრატული მეტრი 2020 წელს კვადრატული 2 ლარად და 67 თეთრად შეიძინა.
არწივის ხეობა მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ის შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. წარმოადგენს ორი ობიექტისაგან შემდგარ უნიკალურ კომპლექსს. ერთი ნაწილი - კირქვიანი კლდეების კანიონია, მეორე კი მიმდებარე ტყის მონაკვეთი, სადაც მდებარეობს ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე.
არწივის ხეობა ქალაქ დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში კირქვიან მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის - კახეთის მაჩიტას და იშვიათი სახეობის ბალახოვნების ერთადერთი ადგილსამყოფელია.
აქვე, მის დასავლეთით 1,5 კმ მოშორებით, მუხნარ-რცხილნარ ტყეში, ვეებერთელა კირქვის მასივებზე გვხვდება იშვიათი წიწვიანი ბუჩქი ტუია (Biota orientalis), რომელიც საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ არის გავრცელებული. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც - შავი ყარყატი და ორბი. არწივის ხეობა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის.