თვალის გარშემო კანი ოთხჯერ უფრო თხელი და მგრძნობიარეა, ვიდრე სახის სხვა ზონებში, რაც მას განსაკუთრებით მიდრეკილს ხდის ნაოჭების, სიმშრალის, შეშუპებისა და მუქი წრეების მიმართ. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კორეაში თვალის ზონის მოვლას სრულიად განსხვავებულად უდგებიან.
მთავარი რასაც K-Beauty ეფუძნება, პრევენციაა, რომელიც თავის მხრივ, სწორი აქტიური ინგრედიენტების შერჩევასა და სიღრმისეულ დატენიანებაში გამოიხატება. ბარიერის დაცვითა და მის უჯრედულ დონეზე აღდგენით კანი აღარ შრება და ნაკლებად მიდრეკილი ხდება ნაოჭებისა და წვრილი ხაზებისკენ. ღრმა დატენიანება უფრო აქტუალური ხდება ცივ სეზონებზე, როცა კანი უფრო მიდრეკილი ხდება სიმშრალისა და გაღიზიანებისკენ.
თვალის გარშემო მოვლის საშუალებებში კორეული ბრენდები იყენებენ ისეთ მცენარეულ ექსტრაქტებს, როგორიცაა: ჟენშენი, ბრინკო და მწვანე ჩაი და ასევე, თანამედროვე აქტიურ ინგრედიენტებს, როგორიცაა რეტინალი, პეპტიდები და ნიაცინამიდი. მათი სინთეზი უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას ფორების დახშობისა და ცხიმიანობის გარეშე. აღსანიშნავია, რომ თვალის გარშემო ფორები ადვილად იხშობა, განსაკუთრებით ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში. შედეგად კი შესაძლოა გაჩნდეს ღია ან დახურული კომედონები ან მილიები (თეთრი წერტილები), რომელთა მოსაშორებლად შემდეგ კოსმეტიკური ჩარევა ხდება საჭირო. კორეული ფორმულები სწორედ ასეთი გართულებების საპრევენციოდ და კანის მაქსიმალური აღდგენისთვის არის შექმნილი.
K-Beauty-ს კლასიკა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდი, Beauty of Joseon („ბიუთი ოფ ჯოსონი“) თვალის გარშემო კანის მოვლის სწორედ აღნიშნულ ფილოსოფიას ეფუძნება. ბრენდის პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტი საქართველოში ოფიციალურად PSP-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
Beauty of Joseon-ის თვალის მოვლის პროდუქტები კორეიდან, რომლებიც ღრმა დატენიანებასა და აღდგენაზეა ორიენტირებული:

· თვალის შრატი ჟენშენისა და რეტინალის შემცველობით
Beauty of Joseon-ის ეს თვალის შრატი ანტი-ასაკობრივი მოვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ის შექმნილია ნაოჭების პრევენციისა და უკვე არსებული წვრილი ხაზების კიდევ უფრო გაღრმავების შესაჩერებლად.
შრატი შეიცავს:
მათი ერთობლიობის წყალობით თვალის გარშემო კანი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიკური, არ ღიზიანდება ადვილად და არ ხდება ნაოჭებისკენ მიდრეკილი.

· აღმდგენი თვალის პაჩები ჟენშენითა და რეტინალით
Beauty of Joseon-ის ეს ჰიდროგელის პაჩები თქვენი რუტინის მნიშვნელოვანი საფეხური გახდება. ერთი მხრივ, ის ამშვიდებს შეშუპებულ კანს და მეორე მხრივ, ათანაბრებს მის ტონს და იცავს წვრილი ნაოჭებისგან.
ჟენშენის ექსტრაქტი და რეტინალი უზრუნველყოფს ანტიასაკობრივ ეფექტს, ხოლო ჰიდროგელის ბაზა მჭიდროდ ეკვრის კანს და აქტიურ ინგრედიენტებს ქვედა ფენებში შეღწევის საშუალებას აძლევს.

· თვალის გამწმენდი ბალმი ბუნებრივი ზეთებითა და მცენარეული ექსტრაქტებით
თვალის გარშემო კანი განსაკუთრებით დელიკატურ წმენდას საჭიროებს. Beauty of Joseon-ის გამწმენდი ბალმი სრულყოფილად შლის მაკიაჟს, მზისგან დამცავ საშუალებებსა და ფორებში ჩამჯდარ ჭუჭყსა და კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენებს. კანის ორეტაპიანი წმენდისთვის ის ერთ-ერთი საუკეთესო კორეული პროდუქტია.
ბალმი გამოიყენება მშრალ კანზე, რომელიც მასაჟისებრი მოძრაობით, რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა დაიტანოთ, შემდეგ დაისველეთ ხელები რამდენიმე წვეთი წყლით, გააგრძელეთ კანის დამასაჟება, საბოლოოდ კი ჩამოიბანეთ. მეორე საფეხური უკვე გამწმენდი გელი ან სხვა საშუალებაა.
აღსანიშნავია, რომ ბალმი ნაზად, კანის გაღიზიანების გარეშე ადნობს ყველაზე მდგრად მაკიაჟსაც.
Beauty of Joseon-ის თვალის მოვლის საშუალებები დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ჯანსაღი, ელასტიკური და დატენიანებული კანი ნებისმიერ სეზონზე. K-beauty-ს ყველაზე დიდი არჩევანი კი PSP-ში დაგხვდებათ.
R