ჯერ სხვისი ფიქრები მე არ ვიცი. ჯერ ტელეპათიის ნიჭი არ გამომჟღავნებულა ჩემში,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებას.
"როცა არავითარი საფუძველი არ აქვს კითხვას, ასეთი კითხვა არ უნდა დასვათ. არავითარი საფუძველი არ აქვს თქვენს კითხვას“,- განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ასეთი საკითხის დღის წესრიგში დადგომის შემთხვევაში, რა იქნება მისი რჩება პრეზიდენტისადმი, კობახიძემ აღნიშნა, რომ ის საერთოდ არ ჩაერევა.