ავტორი:

"წარმოიდგინეთ, მე რომ ერთ ლარად ჩემი ოჯახის წევრს გადავუფორმო რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რა რეაქცია მოჰყვება" - ირაკლი კობახიძე გიული ალასანიას განცხადებაზე

"წარმოიდგინეთ, მე რომ ერთ ლარად ჩემი ოჯახის წევრს გადავუფორმო რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რა რეაქცია მოჰყვება" - ირაკლი კობახიძე გიული ალასანიას განცხადებაზე

"დედაა და შეიძლება ასეთი განცხადებები აკეთოს, მაგრამ [სააკაშვილმა] საკუთარ ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც არის კორუფციის კატასტროფული გამოვლინება, ამაზე სხვა ფორმით საუბარი, ბუნებრივია, თავხედობის ერთგვარი გამოვლინებაა", - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ მისი შვილის დანაშაულს ვერ ხედავს და ის პირიქით, კორუფციას ებრძოდა.

კობახიძის თქმით, ყველაფერი, რაც ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის დროს, ასახულია საკონსტიტუციო სარჩელში.

"დედაა და შეიძლება ასეთი განცხადებები აკეთოს, მაგრამ მე მინდა ყველაფერი შეგახსენოთ, რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი ასახულია მათ შორის ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში და ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, მათ შორის საზოგადოებამ იცის კორუფციის შესახებ და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს უნივერსიტეტის საქმე არის ყველაფრის დასტური. ძალიან მარტივად, უხეშად, საკუთარ ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც არის კორუფციის კატასტროფული გამოვლინება. ერთი წამი წარმოიდგინეთ, მე ჩემი ოჯახის წევრს რომ გადავუფორმო ერთ ლარად რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რა რეაქცია მოჰყვება ამას. ასეთი აღვირახსნილი კორუფცია ხდებოდა საქართველოში სისხლიანი 9 წლის განმავლობაში და ამაზე სხვა ფორმით საუბარი, ბუნებრივია, თავხედობის ერთგვარი გამოვლინებაა“, - განაცხადა კობახიძემ.

  • ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თავის შვილთან და მის მმართველობასთან დაკავშირებით განცხადებები იაგო ხვიჩიას პოდკასტში გააკეთა.

"ის ებრძოდა კორუფციას. ახლაც არ ეგუება კორუფციას და უსამართლობას, ასევე, მიაჩნია, რომ დემოკრატია არის ერთადერთი სწორი გზა. მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.