ავტორი:

ნუნუკა თამაზაშვილი მეუღლის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესზე მივიდა (ფოტოები)

ნუნუკა თამაზაშვილი მეუღლის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესზე მივიდა (ფოტოები)

ნუნუკა თამაზაშვილი მეუღლის, ექსპრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესზე მივიდა.

  • კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი ესწრება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე ჩატარდება, მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“",გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის "ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

ფოტოები: ეკუნა ლემონჯავა