ავტორი:

"სამწუხაროა, როცა ორგზის პრემიერ-მინისტრს, შეთითხნილი ბრალით ასამართლებენ" - ნათია თამაზაშვილი

"სამწუხაროა, როცა ორგზის პრემიერ-მინისტრს, შეთითხნილი ბრალით ასამართლებენ" - ნათია თამაზაშვილი

ძალიან სამწუხაროა, როცა შენი ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრს, ყოფილ შინაგან და თავდაცვის მინისტრს, ამ შეთითხნილი ბრალითა და ცილისმწამებლური კამპანიის ფარგლებში ასამართლებენ - ვფიქრობ, ეს პროცესები გახდება იმის დასტური და ნათელს მოჰფენს იმ გარემოებებს, რაზეც ირაკლი საუბრობდა თავისივე წერილებში, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, საქმეში არსებული ე.წ. 48 ტომიდან მხოლოდ ორი ჩვენებაა ირაკლი ღარიბაშვილის “ბრალის დამადასტურებელი“.

"დღეს არსებითი განხილვა იწყება. წინა შემთხვევაში ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ე.წ. 48 ტომიდან მხოლოდ ორი ჩვენებაა ირაკლი ღარიბაშვილის "ბრალის დამადასტურებელი“, ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის. ერთი პირდაპირი და ერთი ირიბი.

ძალიან სამწუხაროა, როცა შენი ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრს, ყოფილ შინაგან და თავდაცვის მინისტრს, ამ შეთითხნილი ბრალითა და ცილისმწამებლური კამპანიის ფარგლებში ასამართლებენ. მაინც ვფიქრობ, რომ ეს საქმე შემთხვევით არ უნდა იყოს შერჩეული. იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია, რა გააკეთა ირაკლიმ თავდაცვის სამინისტროსთვის, ზოგადად, თავდაცვისუნარიანობის განვითარებისთვის და რა დამოკიდებულება აქვს სამინისტროსა და ჯარს მის მიმართ. ვფიქრობ, ეს პროცესები გახდება იმის დასტური და ნათელს მოჰფენს იმ გარემოებებს, რაზეც ირაკლი საუბრობდა თავისივე წერილებში“, - განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილება დასწრებოდა პროცესებს და ხომ არ აპირებს ვრცელი განცხადების გაკეთებას, ადვოკატის თქმით, ის ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად ვერ ისაუბრებს.

"მე ირაკლის მაგივრად ვერაფერს გეტყვით. დაველოდოთ, ვნახოთ წინასწარ ვერ გეტყვით ვერაფერს. დაველოდოთ პროცესს“, - განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.