აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში ტრაგედია დატრიალდა. ლაინერმა მოულოდნელად მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, არის მსხვერპლი.
სპეციალისტების ვარაუდით ავიაკატასტროფის მიზეზი ძლიერი ქარიშხალი გახდა, რა დროსაც ორძრავიანი თვითმფრინავს “Learjet 60“ - ს კუდი მოწყდა და საფრენი აპარატი ძირს დაენარცხა.

ხომალდი სულ რაღაც 62 წამში დაახლოებით 7,700 მეტრის სიმაღლიდან მაგისტრალთან ახლოს ჩამოვარდა. ძლიერი აფეთქების შედეგად ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარიშხლისთვის გვერდის ავლის მიზნით, პილოტმა დისპეჩერებს დაახლოებით 11000 მეტრის ასვლის ნებართვა სთხოვა, თუმცა რთულ პირობებსა და თითქმის ნულოვან ხილვადობის პირობებში მალევე ხომალდის მართვაზე კონტროლი დაკარგა.


კაბინაში ავარიამდე წამებით ადრე გაკეთებული შოკისმომგვრელი აუდიოჩანაწერიც აღმოაჩინეს.
“სიჩქარის გადაჭარბების მდგომარეობაში ვართ, წუთში 20,000 ფუტით ვეშვებით! 8,000-მდე ჩამოვედით... Mayday, Mayday ... წუთში 10,000 ფუტით ვეშვებით!.. ვეჯახებით... ჯანდაბა, დრო აღარ გვრჩება!“ - ისმის ჩანაწერში პილოტის ხმა.

თვითმხილველების თქმით, მათ დაინახეს, თუ როგორ “რაკეტასავით“ ჩამოვარდა თვითმფრინავი.
ფლორიდაში მცხოვრებმა პატარა ბიჭმა Fox News-ს განუცხადა, რომ აფეთქება “უზარმაზარი ელვის დაცემა“ ეგონა.


შემზარავი ინციდენტი დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან და გოლფ-კლუბიდან 9 მილის დაშორებით მოხდა, ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე ინციდენტის ადგილზე. პალმ-ბიჩის ოლქში 600-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.