ავტორი:

“ძაღლების ახალი მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს დიდი დიღმის თავზე" - თორნიკე რაზმაძე კადრებს ავრცელებს

“ძაღლების ახალი მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს დიდი დიღმის თავზე" - თორნიკე რაზმაძე კადრებს ავრცელებს

აქტივისტ თორნიკე რაზმაძის განცხადებით თბილისში, დიდი დიღმის თავზე ძაღლების ახალი მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს.

როგორც რაზმაძე მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, გათხრილ ორმოებში, სადაც ძაღლები არიან დამარხული, მათი ნეშტები ჩანს და წყალი უდგება. ადგილზე ანტისანიტარიაა და არსებობს დაავადებების გავრცელების რისკი, რადგან აღნიშნულ წყალს ფრინველები სვამენ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები. თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, "თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებასა, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.