ქეთი მელუა მეორე ვაჟის დედა გახდა. ამის შესახებ მომღერალმა გულშემატკივრებს თავად ამცნო და ახალშობილის ფოტოც გამოაქვეყნა.
“ახლად მოსული... მაქსი მობრძანდა! ძალიან გამიმართლა, რომ ორი ულამაზესი ბიჭის დედა ვარ.
სანდრო საუკეთესო უფროსი ძმაა. დაე დიდხანს გაგრძელდეს ეს,“ - წერს მელუა.
ცნობილმა ბრიტანელ-ქართველმა მომღერალმა, მისი ორსულობის შესახებ სიახლე თაყვანისმცემლებს ორიგინალური ფორმით – ისლანდიის ცნობილი „ცისფერი ლაგუნიდან“ გადაღებული ფოტოთი აცნობა, სადაც მისი მომრგვალებული მუცელი აშკარად ჩანდა.
მისი პირველი შვილი, სანდრო, 2022 წლის დეკემბერში მოევლინა ქვეყანას. ამ დროს მომღერალი 38 წლის იყო. როგორც თავად აღნიშნავს, შვილის გაჩენამ მისი ცხოვრება სრულად შეცვალა და დაანახა, რომ მთავარია იმედის არდაკარგვა - ყველაზე რთული გზის ბოლოსაც კი შეიძლება ყველაზე დიდი ბედნიერება გელოდეს.
ქეთი მელუა თავისი პირადი სივრცის დაცვის ნამდვილი დიდოსტატია. 2020 წელს, მსოფლიო ჩემპიონთან მოტოციკლეტებით რბოლაში, ჯეიმს ტოუსლენდთან 8-წლიანი ქორწინებისა და განქორწინების შემდეგ, მომღერალმა გადაწყვიტა, ახალი სიყვარული საზოგადოებისგან დაემალა.
ქეთი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ გვერდით საიმედო ადამიანი ჰყავს, რომელთან ერთადაც ოჯახურ ბედნიერებას სრულად შეიგრძნობს. ცნობილია რომ მისი მეუღლე ნახევრად ქართველია.
იხილეთ ასევე: