ავტორი:

"კვარა", მიყვარხარ”, - გიორგი მიქაუტაძის მიმართვა ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგულ CANAL + Sport-ის ეთერიდან

"კვარა", მიყვარხარ”, - გიორგი მიქაუტაძის მიმართვა ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგულ CANAL + Sport-ის ეთერიდან

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ვილიარეალის" შემტევ გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ CANAL + Sport-თან ინტერვიუ ჰქონდა, რომლის ბოლოსაც ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რამე სათქმელი ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომელიც რთულ ტრავმას ებრძვის.

“კვარა", ჩემო ძმაო, იმედი მაქვს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. შეინარჩუნე საკუთარი თავის რწმენა და იცოდე, მთელი საქართველო შენ გვერდით ვდგავართ... მე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან შენ ძლიერი და კარგი ადამიანი ხარ. მალე ისევ ერთად ვითამაშებთ... "კვარა", მიყვარხარ”, - ასე მიმართა გიორგიმ ხვიჩას.

შეგახსენებთ, პსჟ-ს მარცხენა გარემარბმა ხვიჩა კავარცხელიამ "ბარსელონასთან" დაპირისპირებისას, ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ხვიჩა კვარაცხელიამ ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიკეთა და სარეაბილიტაციო კურსს მალე დაიწყებს.

მიქაუტაძის "ვილიარეალი" კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "კვარას" პსჟ-ს დაუპირისპირდება. გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი ჩემპიონების კარის აღებას შეეცდება. ჩვენებური ლიგაზე შესანიშნავია, "ლივერპულსა" და "ნაპოლის" გაუტანა, "ბორუსიასთან" კი კუთხურიდან საგოლე პასი შეასრულა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="fr" dir="ltr">@MikautadzeG a quelques mots de soutien pour son ami Kvaratskhelia 🥹🇬🇪 L’entretien complet de Georges Mikautadze est à retrouver dans le CCC à partir de 19H45 ce mardi sur CANAL+ FOOT 👀 #UCL https://t.co/WSFSUwf7lt</p>&mdash; CANAL+ Foot (@CanalplusFoot) <a href="https://x.com/CanalplusFoot/status/2117315814978367655?ref_src=twsrc%5Etfw">November 2, 2026</a></blockquote>
<script async src="https://platform.x.com/widgets.js" charset="utf-8"></script>