შეერთებულმა შტატებმა ირანის კუნძულ ქეშმზე, ჰორმუზის სრუტეში, დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დარტყმები თავდაცვითი ზომები იყო ირანელების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ის ობიექტების მიმართ „მიწა-ჰაერი“ კლასის რაკეტებს იყენებდნენ.
ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუნძულ ქეშმზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. ტელეკომპანია Fox News-ი, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ დარტყმები თავდაცვითი ხასიათის იყო და ის ირანის მიერ აშშ-ის საფრენი აპარატის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ განხორციელდა.