ავტორი:

"შვილებთან შეხვედრის უფლებას არ მაძლევდნენ, ტუალეტით სარგებლობასაც მიკრძალავდნენ“ - ბრიტნი სპირსი უმცროს დას და ყოფილ ქმარს უპირისპირდება

"შვილებთან შეხვედრის უფლებას არ მაძლევდნენ, ტუალეტით სარგებლობასაც მიკრძალავდნენ“ - ბრიტნი სპირსი უმცროს დას და ყოფილ ქმარს უპირისპირდება

ბრიტნი სპირსმა ოჯახის წევრებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 44 წლის მომღერალმა სოციალურ ქსელში უმცროსი და, ჯეიმი ლინ სპირსი და ყოფილი ქმარი, კევინ ფედერლაინი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ახლობლები მას დამამცირებლად ექცეოდნენ და მათ საკუთარ ოჯახად აღარ მიიჩნევს.

მომღერალმა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მომხდარი შემთხვევები გაიხსენა. მისი თქმით, როდესაც ლუიზიანაში დასთან და დისშვილთან სტუმრად ჩავიდა, ჯეიმი ლინმა ბავშვის ხელში აყვანის უფლებაც არ მისცა. ბრიტნი ასევე ამტკიცებს, რომ ყოფილი ქმარი საკუთარ სახლში ტუალეტით სარგებლობის უფლებასაც არ აძლევდა, როცა შვილების წასაყვანად მიდიოდა.

"ჯეიმი ლინმა ერთხელაც არ მომცა აივის ხელში აყვანის უფლება, როცა კოვიდის დროს ორი კვირით ლუიზიანაში ჩავედი. კევინი კი ტუალეტით სარგებლობის უფლებასაც არ მაძლევდა, როცა ბავშვების წასაყვანად მათ სახლში მივდიოდი. მონასავით მექცეოდნენ. იმდენი რამ ხდებოდა ჩემს ზურგს უკან. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, მამაჩემისთვის მუშაობა იყო. ახალ ოჯახს ვიპოვი“, - დაწერა მომღერალმა.

ბრიტნისა და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა წლების წინ, მამის მეურვეობის პერიოდში დაიძაბა. 2008 წელს ჯეიმი სპირსი ქალიშვილის ოფიციალური მეურვე გახდა და მისი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს, მათ შორის ფინანსებსა და საკონცერტო საქმიანობას აკონტროლებდა. მეურვეობა მხოლოდ 2021 წლის ნოემბერში დასრულდა.

ამის შემდეგ მომღერალმა საჯაროდ დაიწყო საუბარი იმ გამოცდილებაზე, რომელიც ამ პერიოდში მიიღო. მისი თქმით, მეურვეობამ თავისუფლება წაართვა და თავი ბავშვად აგრძნობინა.

განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა უმცროს დასთან. ბრიტნი მას ადანაშაულებდა, რომ რთულ პერიოდში მისი დაცვისა და დახმარების ნაცვლად, გვერდით არ დაუდგა. ჯეიმი ლინ სპირსი კი ამ ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ ყოველთვის უყვარდა და ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნება სურდა.

მომღერალმა ყოფილ ქმართან, კევინ ფედერლაინთანაც ვერ შეძლო ურთიერთობის დალაგება. წყვილი 2007 წელს დაშორდა. მათი ორი ვაჟის, შონ პრესტონისა და ჯეიდენ ჯეიმსის ძირითადი მეურვეობა საბოლოოდ მამას გადაეცა.

ფედერლაინი ამტკიცებდა, რომ ბრიტნის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვილების მისთვის მინდობა არ შეეძლო.