ბერა ივანიშვილი ორ ტელეკომპანიას "ფორმულასა" და "TV პირველს" სასამართლოში უჩივის.
ბერას ადვოკატმა დავით ასათიანმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა.
"სარჩელის მოპასუხენი არიან ტელეკომპანიები, შპს "TVპირველი“ და შპს "ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი კავშირი რეალობასთან არ გააჩნია და მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმებით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის [ბერას] კრიმინალურ დაჯგუფებასთან ჰიპოთეტურ კავშირს და ა.შ. სარჩელის დეტალებს მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას. ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია სინქრონულად ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიის, საჯარო ფიგურების, პოლიტიკოსების მხრიდან და ამას არ აქვს გამართლება. მოსარჩელე არის მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს“, - აღნიშნა ადვოკატმა.
"ბერა ივანიშვილმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ეგრე გვიჩივლა გრიგოლ ლილუაშვილმაც 5 წლის წინ, მაბრალებთ ქოლცენტრებს რომ ვმფარველობო... და 1 ლარს გვთხოვდა. ქოლცენტრების გამო ზის ახლა ციხეში. იმავე სასამართლომ ჩასვა, რომელმაც ცოტა ხნით ადრე საქმე მოაგებინა ბერას მამამისი, ალბათ, არ დაიჭერს.
და აქვე, რა ჟურნალისტურ გულისხმიერებას გვთხოვს ბერას ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე დავით ასათიანი?
ამ სიტყვის მნიშვნელობა საერთოდ იცის? - მთელი რვა წელი მდუმარებაში გაატარა, რაღაცა ბაბლის სემინარების მოწყობაში, როცა ადვოკატებს აკავებდნენ, უამრავ პრობლემას უქმნიდნენ, ეს კაცი ძაან "გულისხმიერად" დღესასწაულებს ულოცავდა ერს.
უხერხულია, ჩვენ რომ გულისხმიერებაზე მიგვითითებს, როცა თავად მოვალეობა არასოდეს შეუსრულებია.
პ.ს და აქვე, ფეიქრიშვილების ციხიდან გამოგზავნილი წერილების ადრესატი, სადაც ისინი გათავისუფლებას იხვეწებიან, ბერა ივანიშვილის", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.