თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნებს შორის სექსუალური იძულების ფაქტი მოხდა.
შემთხვევა დაახლოებით, 2 კვირის წინ მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.