რატომ მუშაობს კორკოტა უხელფასოდ

რატომ მუშაობს კორკოტა უხელფასოდ

თბილისის კოლორიტი კორკოტა, იგივე გიორგი კორკოტაშვილი, გულდაწყვეტილია. ამბობს, რომ ბევრგან ბლოკავენ, უსაქმოდ ყოფნა კი არ შეუძლია, ამიტომ ბევრგან ანაზღაურების გარეშე მუშაობს. გიორგის შვილი, საზოგადოებისთვის ცნობილი სალომე კორკოტაშვილი, ცოტა ხნის წინ მეუღლეს დაშორდა და მშობლების ოჯახში დაბრუნდა საცხოვრებლად.

-ამბობენ, რომ მალე პროტესტის ახალი ტალღა დაიწყება. განზე გადგომას და ყველაფრის შორიდან თვალის დევნებას ხომ არ აპირებთ?

-განზე არ ვდგავარ, უბრალოდ, მჭიდრო ურთიერთობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ მაქვს. ყველასთან ვმეგობრობ, იმ ადამიანს, რომელიც დამანახვებს, რომ საქართველოსთვის ზრუნავს, ბოლომდე მივენდობი. პირადად მე არ ვარ კმაყოფილი დღევანდელი ცხო­ვრებით.

-რით არ ხართ კმაყოფილი?

-პირველ რიგში, მატერიალური თვალსაზრისით. საშუალება არ მაქვს, ჩემი ნიჭი დავხარჯო. ”პირველი არხიდან” გამომიშვეს, სხვაგან, სადაც არის საშუალება, რომ მუშაობა დავიწყო, დაბლოკილი ვარ. არ შემიძლია ვიყო ისეთი მასპინძელი, როგორც ადრე ვიყავი. ბევრი რამაა შესაცვლელი.

-როგორც მივხვდი, ოპოზიციის ნდობა არ დაგიკარგავთ.

-ნდობას რატომ დამაკარგვინებდნენ? ერთი წლის წინ მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. იყო ერთი კონკრეტული თემა, რაშიც მონაწილეობა მივიღეთ. ახლა ჰუმანიტარულ არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოვყალიბდით. დღევანდელ დღეს მე არავის განვიკითხავ. ვატყობ, რომ ხალხს უჭირს. სტუმარი ჩემს სახლში იშვიათობა არაა. მათ კი ელემენტარული გამასპინძლება სჭირდებათ.

-როგორც ვიცი, რამდენიმე ადგილას მუშაობთ...

-კი, მაგრამ ყველგან ჩემი ინიციატივით ვმუშაობ, ანაზღაურება არ მაქვს.

-რადიო ”ნაცნობში” არ გაქვთ ანაზღაურება?

-რადიო ”ნაცნობს” ფინანსურად უჭი­რს, ამიტომ იქაც უხელფასოდ ვმუშაობ.

-თავიდანვე ენთუზიაზმზე მუშა­ო­ბდით ამ რადიოში?

-თავიდან მქონდა ანაზღაურება. რადიო კარგად მუშაობდა. რადიო ”ნაცნობი” პოლიტიკურად იმ პლატფორმაზეა, რომელიც ხელისუფლებას არ სჭირდება.

-ამ რადიოში ყველა თქვენ მსგავსად უხელფასოდ მუშაობს?

-უმეტესობა ჩემს ბედს იზიარებს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია რეკლამებზე. რეკლამის მომტანებს კი დელიკატურად აფრთხილებენ, რომ არაა საჭირო რეკლამის მაინცდამაინც რადიო ”ნაცნობში” მიტანა. ზუსტად ვიცი, რომ ”დილა კორკოტასთან ერთად” ძალიან პოპულარულია, მაგრამ რეკლამა არ მოაქვთ. ეშინიათ, მერე პრობლემა არ შეექმნათ.

-პირად ამბებზეც მინდა გკითხოთ, გავიგე, რომ თქვენი ქალიშვილი სალომე მეუღლეს დაშორდა....

-ცოლ-ქმარი ხან იკამათებს და ხან შერიგდება. თუ ნამდვილი სიყვარული აქვთ, შერიგდებიან. ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა შეხედულების გამო მეც გავბუტულვარ მეგობრებთანაც. ჩემი სიძე ტოტო კალანდაძე ნორმალური ადამიანია. ჩემს შვილზე ცუდს ვერ ვიტყვი, ისიც ნორმალური ადამიანია. მგონია, რომ უბრალოდ გაიბუტნენ. მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით. ვანგა არ ვარ, წინასწარ ვიცოდე რაღაცები. თუ აღარ შერიგდებიან, რა თქმა უნდა, გული მეტკინება.

-სალომე ახლა თქვენთან ცხოვრობს?

-კი, ახლა ჩემს სახლშია.

-ბავშვი ვისთანაა?

-ზუკა ხან ჩვენთანაა, ხან მეორე ბებია-ბაბუასთან. სალომე და ტოტო ჯერ ოფიციალურად ერთმანეთს არ დაშორებიან.

-გითხრეს, რაზე იკამათეს?

-მე არავის ოჯახის ამბებში არ ვერევი. რუსებს აქვთ არაჩვეულებრივი გამონათქვამი -ცოლი და ქმარი ერთი სატანააო. თუ სალომესა და ტოტოს ერთმანეთში კამათი მოუვიდათ, მათი საქმეა.

-როგორც ვიცი, ერთად დიდხანს ცხოვრობდნენ...

-ექვსი წელი იყვნენ ცოლ-ქმარი.

-როგორც მახსოვს, სალომემ პატარა ასაკში გადაწყვიტა გათხოვება...

-ხმამაღლა ვამბობ, რომ სალომეს გათხოვების ფორმა არ მომეწონა და დიდი ხანი არც ველაპარაკ­ე­ბოდი. მერე ჩემმა ძმა­კაცებმა დაბადების დღეზე მომიყვანეს. მაშინ დამთავრდა ჩემი სიჯიუტე და სალომეს შევურიგდი. თავიდან ძალიან ნაწყენი ვიყავი, სალომესთვის რომ გეკითხათ, გეტყოდათ, რომ მეგობრული მამა-შვილი ვიყავით. უცბად ადგა და გაიპარა. მაშინ ვუთხარი, ბოლოკივით ნახევარი მიწაში ხარ-მეთქი.

-ტოტოს შეხვდით, რაც სალომეს დაშორდა?

-არა, არ მინახავს. არ მგონია, სალომე და ტოტო აღარ შერიგდნენ. თუ აღარ შერიგდებიან, არ მგონია, ერთმანეთს კიდევ შევხვდეთ. თუ ქუჩაში გადავეყრები, მივესალმები.

-სალომეს ქმართან დაშორების შემდეგ დეპრესია ხომ არ აქვს?

-დეპრესია არ აქვს, მაგრამ სალომე ჯიუტია.

-როგორც ვხვდები, ამ შემთხვევაში შვილს მაინცდამაინც მხარს არ უჭერთ...

-ჩემი შვილის ოჯახის საქმეებში არასდროს ჩავრეულვარ. მტყუანისა და მართლის გარკვევა ჩემი საქმე არაა.

-სალომეს და თქვენ შორის ძვე­ლებურად მეგობრული ურთიერთობა აღარ არის?

-თუ რამეს მკითხავს, ვპასუხობ, მე არ ჩავეძიები.

-მომავალში რა გეგმები აქვს?

-უნდა, უცხოეთში წავიდეს ვოკალის სასწავლად. საერთოდ, სალომეს თაობას განათლებასთან ცუდი დამოკიდებულება აქვს. ჩემი თაობა ბევრად განათლებულია. მარტო სალომეზე არ ვლაპარაკობ. მისი თაობიდან იშვიათია, ვინმე დაჯდეს და რამეზე დაგელაპარაკოს.

-თქვენი ბრალი ხომ არ არის, რომ სალომემ ბევრი რამ არ იცის და ბევრს არ კითხულობდა?

-ძირითადად ჩემი ბრალი იყო, მაგრამ მთავარი როლი გარემომ შეასრულა. ჩემს ბავშვობაში ორ ორიანს რომ მიიღებდა ადამიანი, სკოლაში განგაში ტყდებოდა.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები