ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მატჩის მსვლელობისას “ტენერიფესა“ და “ანდორას“ საფეხბურთო მატჩზე ტრაგედია დატრიალდა.
“ტენერიფეს“ თავდამსხმელი, ხესუს დე მიგელი, სტუმართა მეკარეს, ხესუს ოვონოსთან მძიმე შეჯახების შედეგად მოედანზე უგონოდ დაეცა. რის შემდეგაც მატჩი შეწყდა და ფეხბურთელი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი...
ხესუს დე მიგელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"უდიდესი ტკივილითა და ყელში გაჩხერილი ცრემლებით, სრულიად გაოგნებულები იმ ფაქტით, რაც მოხდა, გაცნობებთ ხესუს დე მიგელ ალამედას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ეს მოხდა სამშაბათს, 2026 წლის 3 ნოემბერს, დილის 8:00 საათზე", - გაავრცელა სამძიმრის წერილი საფეხბურთო კლუბმა.