“რამდენიმე ადამიანი, რომელიც იქ [თავშესაფართან] იმყოფებოდა, როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არაჯანსაღი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები არიან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა სამარხების შესახებ და ამაზე საზოგადოების რეაქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“[ცხოველთა] სააგენტო არის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში შესული ორგანიზაცია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, აბსოლუტურად სუფთად და გვემსახურება ცხოველების კეთილდღეობას. სამწუხაროდ, მე გუშინაც ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ფაქტია, სტატისტიკაც მოვიყვანე გასული წლის განმავლობაში რამდენი ცხოველი მოკვდა, ამას ემატება ევთანაზიაც, ემატება ასევე ავტომობილების დაჯახება, ეს ყველაფერი შემოდის ჩვენთან, სააგენტოში და ჩვენ გვაქვს შესაბამისი სერვისიც, როდესაც ვეხმარებით ცხოველებს.
ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. რაც არ უნდა ცილისწამება და სიბინძურეები ააგოროთ, რა თქმა უნდა, ამით ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას.
რამდენიმე ადამიანი, რომელიც იქ [თავშესაფართან] იმყოფებოდა, როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არა თუ ცხოველთა მონიტორინგში? ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არაჯანსაღი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები არიან”, - განაცხადა კალაძემ.